ნეიმარი გარანტიებს ითხოვს - ბრაზილიელს მბაპეს დარჩენა სურს
Aa
Aa

ნეიმარი გარანტიებს ითხოვს - ბრაზილიელს მბაპეს დარჩენა სურს

როგორც ცნობილია 2022 წელს ნეიმარს და კილიან მბაპეს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი უმთავრდებათ. სპორტული გამოცემა ESPN იუწყება, რომ ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ახალ 5 წლიან კონტრაქტზე თანხმობა განაცხადა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით 28 წლის შემტევს იგივე ანაზღაურება ექნება. 32 მილიონი ევრო წელიწადში.

მიუხედავად ასეთი პირობებისა, ნეიმარმს სურს, რომ კლუბში კილიან მბაპე დარჩეს. ამასთან დაკავშირებით მან ლეონარდოს მიმართა, რაზეც კლუბის სპორტულმა დირექტორმა სრული მზადყოფნა გამოაცხადა.

ლეონარდოს თქმით ის ყველანაირად ეცდება ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის გუნდში დარჩენას. გავრცელებული ხმებით კილიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ESPN იმასაც გვამცნობს, რომ ახალი ხელშეკრულება დი მარიას, დრაქსლერს და ხუან ბერნატსაც გაუფორმდება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, მაგრამ პსჟ-მ არ გაუშვა. 

აქედან გამომდინარე გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გუნდს მომავალ ანუ 2020 წელს დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და როგორც ჩანს პსჟ-ს "ათიანი" გუნდში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები