დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერი რონალდუს დაყოლიებას ცდილობს
Aa
Aa

დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერი რონალდუს დაყოლიებას ცდილობს

ESPN Argentina კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმების შესახებ წერს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი შესაძლოა, „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდეს.

როგორც ირკვევა, „წითელ ეშმაკებს“ კრიშტიანუსთან კონტაქტი აქვთ და ცდილობენ, „იუვენტუსის“ შემტევი დაარწმუნონ, რომ მომდევნო სეზონში „მანჩესტერის“ მაისურით იასპარეზოს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უარზე არაა და „ოცნებათა თეატრზე“ დაბრუნების ვარიანტს აქტიურად განიხილავს.

ESPN Argentina წერს, რომ კრიშტიანუს გაშვების წინააღმდეგი არც „იუვენტუსია“. თუ 35 წლის ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა მოითხოვა, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა, ამ თემაზე მოალაპარაკებები დაიწყოს.

ცნობისთვის, გუშინ რონალდუს შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამორიცხული არაა, მისმა გუნდმა კრიშტიანუს გადაბირება სცადოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იგი „იუვეს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 94 შეხვედრა ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები