Aa
Aa

„როცა გუნდში მოვედი მესი ბედნიერი არ იყო" - კუმანი არგენტინელს საუკეთესოდ მიიჩნევს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინტერვიუ კატალონიურ გამოცემა Sport-ს მისცა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი შეაქო.

„როცა გუნდში მოვედი, მითხრეს, რომ მესი ბედნიერი არ იყო. მე და ლეომ მის სახლში ვილაპარაკეთ და მან ყველაფერი ამიხსნა. მასთან გულახდილი ვიყავი და ვუთხარი, რომ მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების შეცვლა შემეძლო. საუბარი მაქვს ბარსელონას სათამაშო სქემაზე, მესის პოზიციაზე და გუნდისთვის მის მნიშვნელობაზე. იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ლეოს კლუბთან ჰქონდა ჩემს ძალებს აღემატებოდა.

ბარსელონასა და მას შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, მესიმ მაჩვენა, რომ არის ადამიანი, რომელსაც სურს, რომ საუკეთესო იყოს, ამ დონეზე თამაში გააგრძელოს და ტიტულები მოიგოს. ბარსა ლეოსთან ერთად ყოველთვის უკეთესი გუნდი იყო, არის და იქნება, ვიდრე მის გარეშე“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „ლა პულგამ“ „ბარსელონას“ მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები