ღირსეული საქციელი - გულშემატკივრებმა ვენლოს ფეხბურთელები გაამხნევეს
Aa
Aa

ღირსეული საქციელი - გულშემატკივრებმა ვენლოს ფეხბურთელები გაამხნევეს

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-6 ტურში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. "ვენლომ" ამსტერდამის "აიაქსთან" 0:13 წააგო. სხვა არცერთი გუნდი არასდროს დამარცხებულა ასეთი შედეგით.

ბევრი იფიქრებდა, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს გალანძღავდნენ, მაგრამ ისინი სულ სხვანაირად მოიქცნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ამხნევებენ მატჩის შემდეგ ისინი საკუთარ ფეხბურთელებს. ასეთი გულშემატკივრობა ნამდვილად მისაბაძია.

"ვენლო" მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "გრონინგებმის" წინააღმდეგ გამართავს და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ისინი რეაბილიტაციას მოახერხებენ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები