Aa Aa
25 ოქტომბერი 2020  |  17:15

"ის მანჩესტერს არ ჭირდება" - ევრა ვან დე ბეეკზე საუბრობს

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ Sky Sports-თან "წითელი ეშმაკების" ახალწვეულზე დონი ვან დე ბეეკზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელი კლუბს არ სჭირდება.

"რატომ იყიდა "იუნაიტედმა" ვან დე ბეეკი? მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის უბრალოდ ზის და სათადარგიო სკამიდან თამაშებს უყურებს.

ხმამაღლა არავინ იტყვის, რომ ის კლუბს არ სჭირდება, მაგრამ სიმართლე და რეალობა ასეთია. დონი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ ჭირდება." - განაცხადა ევრამ

ფრანგის ამ განცხადებას სულშერმა უპასუხა: "ამაზე არ იღელვო. ის სათამაშო წუთებს აუცილებლად მიიღებს. ადვილია თქვა, თუ ვინ ითამაშებს, მაგრამ გაცილებით ძნელია იმის თქმა, თუ ვინ არ ითამაშებს."

შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეეკი "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე წელს 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნიდერლანდელმა "ეშმაკებში" ჯერჯერობით მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სიტუაცია კი მის გარშემო არასახარბიელოა. მთავარი მწვრთნელი დონის არ ენდობა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში აყენებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში