კორონავირუსით ინფიცირების გამო თბილისური დერბი გადაიდო
Aa
Aa

კორონავირუსით ინფიცირების გამო თბილისური დერბი გადაიდო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი თბილისის ''ლოკომოტივსა'' და თბილისის ''დინამოს'' შორის გადაიდო. ინფორმაცია ''ლოკომოტივის'' პრესსამსახურმა დაადასტურა.

CrystalSport-ის ცნობით მასპინძლეთა გუნდის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდგინდა და შეხვედრა აღნიშნული მიზეზის გამო გადაიდო.

ამ თემაზე განცხადება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმაც გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

''18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო" დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება''.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები