მედიასთან კონფრონტაციის გამო ქეცბაია პოსტს დატოვებს?
Aa
Aa

მედიასთან კონფრონტაციის გამო ქეცბაია პოსტს დატოვებს?

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შესაძლოა პოსტი დატოვოს. ქართველი სპეციალისტი კვიპროსის ჩემპიონატის იმ რეგულაციას რეგულარულად არღვევს, რომელიც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემას გულისხმობს. ქეცბაია აღნიშნული მიზეზით უკვე სამჯერ დააჯარიმეს, რის გამოც მას 10 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.

შთამბეჭდავი ფინანსური სასჯელის მიუხედავად ქეცბაიამ რეგულაცია მეოთხედ დაარღვია, დერბიში ''ნეა სალამინასთან'' გამარჯვების შემდეგ  პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, თუმცა მან მხოლოდ შემდეგი თქვა: ''ძალიან კარგი, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვსურდა''. 

რეალურად ქეცბაიას კითხვებისთვის პასუხი კვლავ არ გაუცია. Themasports-მა ქეცბაიას მორიგი პრესკონფერენცია ასე დაასათაურა: ''ბატონო თემურ, თქვენ უკვე აჭარბებთ''.

კვიპროსული მედია ქეცბაიას პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ იუწყება. მედიასთან კონფრონტაციის გამო შესაძლოა ''ანორთოსისის'' ხელმძღვანელებმა კვიპროსული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ზეწოლას ვერ გაუძლონ და ქართველი გაუშვან.

მიუხედავად იმისა, რომ ''ანორთოსისმა'' მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა შორისაა, შესაძლოა კლუბს დაემშვიდობოს. შედეგიანი ასპარეზობის მიუხედავად ქეცბაია გუნდიდან ადრეც წასულა, 2015-16 წლების სეზონში ქეცბაიამ ''აპოელი'' გააჩემპიონა, თუმცა პოსტი დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები