კიმიხმა და გორეცკამ სატელევიზიო შოუში 64 000 ევრო მოიგეს და ქველმოქმედებაში დახარჯეს
Aa
Aa

კიმიხმა და გორეცკამ სატელევიზიო შოუში 64 000 ევრო მოიგეს და ქველმოქმედებაში დახარჯეს

გერმანიაში ყოველ კვირას, არხი RTL სატელევიზიო შოუს "ვის უნდა იყოს მილიონერი" ატარებს. ბოლო გადაცემაში კონკურსანტები მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა იყვნენ. "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველებმა 64 000 ევრო მოიგეს.

გერმანელებმა საკუთარი განათლება და ინტელექტი იდეალურად გამოავლინეს და ზედიზედ 12 შეკითხვას უპასუხედ ზუსტად. მოგებული თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხეს. 

აღსანიშნავია, რომ კიმიხი და გორეცკა ქველმოქმედებაში ხშირად იღებენ მონაწილეობას. კორონავირუსის პანდემიის დროს მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, რომელსაც Wekickcorona დაარქვეს. ამ ფონდის მეშვეობით დაახლოებით 5 მილიონი ევრო შეგროვდა და ფეხბურთელებმა ხსენებული თანხა საავადმყოფოებს სპეციალური ინვენტარის შესაძენად შესწირეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები