საფრთხე სამეფო კარისთვის - Mymmanews დვალიშვილზე წერს
Aa
Aa

საფრთხე სამეფო კარისთვის - Mymmanews დვალიშვილზე წერს

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ცნობილმა ვებგვერდმა, Mymmanews.com-მა UFC-ში დღესდღეობით საუკეთესო წონითი დივიზიონი დაასახელა და მისი წარმომადგენლების შესახებ ისაუბრა.

Mymmanews.com-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონია, რომელშიც ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გამოდის. ვებგვერდმა ზემოთ ხსენებულ დივიზიონში მოასპარეზე მებრძოლები დაახასიათა და მოკლედ ქართველის შესახებაც დაწერა.

„ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არიან ახალწვეულები, რომლებიც სამეფო კარისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მათზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. პირველი მათგანი მერაბ დვალიშვილი გახლავთ, რომელიც სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია. დვალიშვილი თეიქდაუნების მანქანა გახლავთ და ახლახანს ჯონ დოდსონი დაამარცხა. მერაბი მზადაა, 5-ბრძოლიანი წარმატებული სერია გააგრძელოს და კოდი სტამანის წინააღმდეგ მორიგი გამარჯვება გაიფორმოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში წაგებული საწყისი 2 ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს. ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ჯონ დოდსონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები