კორონავირუსი - ხერდან შაქირი ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - ხერდან შაქირი ინფიცირებულია

შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ნაკრების ლიდერს ხერდან შაქირის კორონავირუსი დაუდგინდა. ამჟამად ის იზოლაციაშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. პროტოკოლის თანახმად, სანაკრებო ბატალიების დაწყებამდე ყველა ფეხბურთელი გადის კოვიდ ინფექციაზე ტესტს და დღეს დილით ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ "ლივერპულის" შემტევი ინფიცირებულია.

შაქირი საკუთარ ნაკრებს 3 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შვეიცარიელები 7 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატებს გაეჯიბრებიან. ამის შემდეგ კი "უეფას" "ერთა ლიგა" მოდის. 10 ოქტომბერს შვეიცარია ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 13-ში კი გერმანიას უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი მესამე "მერსისაიდელია", რომელიც კორონავირუსით დაინფიცრდა. კლოპის გუნდიდან "კოვიდ-19" აქამდე ტიაგო ალკანტარას და სადიო მანეს დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები