Aa
Aa

სრული ფიასკო! - ლივერპულმა პრემიერ ლიგის 67-წლიანი ანტირეკორდი გაიმეორა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ საფეხბურთო სამყარო გააოგნა და ინგლისის მოქმედ ჩემპიონ „ლივერპულს“ 7:2 მოუგო. ამ ანგარიშით მარცხი პრემიერ ლიგის 67-წლიანი ანტირეკორდის გამეორების წინაპირობა გახდა.

„ლივერპული“ ბოლო 67 წელიწადში ინგლისის პირველი ჩემპიონია, რომელმაც შემდეგი სეზონის ერთ-ერთ მატჩში 7 გოლი გაუშვა. ასეთი რამ ბოლოს „არსენალს“ დაემართა, რომელმაც 1953 წლის სექტემბერში, მოქმედი ჩემპიონის რანგში, „სანდერლენდთან“ 1:7 წააგო.

აღსანიშნავია, რომ „ლივერმა“ ერთ მატჩში 7 გოლი 1963 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ გუნდი „ტოტენჰემთან“ ასევე 2:7 დამარცხდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ერთდროულად „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგის ერთ ტურში მინიმუმ 6-6 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვეს.

ზოგადად, ინგლისის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ძალიან შედეგიანია. ჩატარებულ 38 მატჩში 144 გოლი გავიდა, ტურნირის ამ ეტაპზე ასეთი შედეგიანობა კი 1930-31 წლების სეზონის შემდეგ არ იყო დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები