Aa
Aa

"საშინელი საღამო იყო" - კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ბოლო შეხვედრა "ასტონ ვილასა" და "ლივერპულს" შორის. "მერსისაიდელებმა" უმძიმესი მარცხი განიცადეს და ამასთან დაკავშირებით იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერი ის, რაც ფეხბურთში გუნდმა არ უნდა გააკეთოს, დღეს ჩვენ გავაკეთეთ. ყოჩაღ "ასტონ ვილას." მათ ჩვენი შეცდომები იდეალურად გამოიყენეს. 

პირველმა გოლმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა და ეს კარგი არ არის. ამის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა დაკისრებული მოვალეობები ვეღარ შეასრულეს და სათამაშო სტილი მთლიანად დაიკარგა. საშინელი საღამო იყო." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" დღეს "ასტონ ვილასთან" 2:7 წააგო. მასპინძელთა მხრიდან თავი უოტკინსმა(3), გრილიშმა(2), ბარკლიმ და მაკგინიმ გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "მერსისაიდელებმა" თასის თამაშზე "ლომებთან" 5:0 წააგეს. იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდებს დღევანდელ დღემდე 7 გოლი არასდროს გაუშვიათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლოს ასეთი ანგარიშით "ლივერპული" 1963 წლის 15 აპრილს "ტოტენჰემთან" დამარცხდა.

მომდევნო მატჩს "ლივერპული" 17 ოქტომბერს სტუმრად "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს. ნიშანდობლივია, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ამჟამად 12 ქულით პრემიერ ლიგას ლიდერობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები