Aa Aa
24 სექტემბერი 2020  |  17:16

კიდევ ერთი ინფიცირებული მილანელი - იბრაჰიმოვიჩს Covid-19 დაუდგინდა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანის" ფეხბურთელს ლეო დუარტეს კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს კი "როსონერის" ახალი ინფიცირებული ჰყავს. CORRIERE.IT გვამცნობს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს Covid-19 დაუდგინდა.

ზლატანი თვითიზოლაციაში გადავიდა, სადაც შესაბამის მკურნალობას 10 დღის განმავლობაში ჩაიტარებს და კლუბს მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას THE SUN-იც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ევროპის ლიგის" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია და იტალიური გრანდი შინ "ბოდო გლიმიტს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება. შვედი ფეხბურთელი კი მატჩს გამოტოვებს.

"მილანი" ლეგენდარულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას უსურვებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში