ტოტი რომაში დაბრუნებასთან ახლოსაა
Aa
Aa

ტოტი რომაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. 43 წლის „ერ პუპონე“ სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტის, ან ტექნიკური დირექტორის პოსტს მიიღებს.

ტოტი „რომას“ გენერალურ დირექტორს გუიდო ფიენგას ბოლო დროს სისტემატურად ხვდებოდა. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

„ჩესკო“ ჯერჯერობით კლუბის ახალ მფლობელს არ შეხვედრია. სავარაუდოდ, ყველაფერი ამ შეხვედრის შემდეგ გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ ტოტი „რომადან“ ნაწყენი გაუშვეს. ამის შესახებ მან რამდენიმე თვის წინ საჯაროდ ისაუბრა:

„კარიერის დასრულება არ მინდოდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი, ფეხბურთელის კარიერაზე უარი რატომ უნდა მეთქვა? ეს არ ნიშნავს იმას, რომ 90 წუთი მინდოდა თამაში ან ვინმეს ვაიძულებდი, რომ ჩემთვის თამაშის უფლება მოეცა.

არ მინდოდა ''რომაში'' გატარებული დრო გამენადგურებინა, ამიტომ უმჯობესი იყო კარიერა დამესრულებინა, არ მსურდა კარიერის კიდევ ერთი წელი სხვა გუნდში გამეტარებინა.

მე არ ვარ სულელი, მე არ ვარ 10 წლის ბავშვი. თავს კარგად ვგრძნობდი ფიზიკურად და მენტალურად. კვლავ შემეძლო სავარჯიშო პროცესში მონაწილეობის მიღება და არავის ჩამოვრჩებოდი.

კლუბში მუშაობით და გასახდელში ყოფნით ბედნიერი ვიქნებოდი. ცოდნას ახალგაზრდა მოთამაშეებს გადავცემდი, ხოლო მწვრთნელებს რთულ მომენტებში დავეხმარებოდი“.

შეგახსენებთ, რომ ტოტი „რომაში“ 1992-2007 წლებში ასპარეზობდა. 785 მატჩი, 307 გოლი, 183 საგოლე გადაცემა - ასეთი იყო მისი მონაგარი.

2017 წლის ზაფხულში ტოტი „რომას“ დირექტორად დაინიშნა, ორი წლის შემდეგ კი კლუბი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები