Aa Aa
23 სექტემბერი 2020  |  10:27

"მის ნაკვალევს უნდა კოცნიდნენ" - ბეილის აგენტმა გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გარეთ ბეილი "ტოტენჰემს" შეუერთდა. უელსელი, რომ მადრიდში დიდად არ უყვარდათ ეს ახალი არ არის და მისი წასვლა თითქმის არავის სწყენია.

ამასთან დაკავშირებით 31 წლის ფეხბურთელის აგენტმა კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ბეილმა "რეალში" 7 სეზონი გაატარა და საოცარი ფეხბურთი ითამაშა. მისი დამსახურებით გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო და სამწუხაროდ ის სათანადოდ ვერ დააფასეს. კირიტიკის ნაცვლად, გარეთის ნაკვალევს უნდა კოცნიდნენ, სადაც ის მადრიდში ფეხით დადიოდა." - განაცხადა ჯონათან ბარნეტმა

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი "სამეფო კლუბში" 2013 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან შესაძლო ყველა გუნდური ჯილდო მოიპოვა, ჩაატარა 251 შეხვედრა და 105 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში