ლოპეტეგი: „ბაიერნი“ პირველ ტაიმს ყველაზე კარგად თამაშობს
Aa
Aa

ლოპეტეგი: „ბაიერნი“ პირველ ტაიმს ყველაზე კარგად თამაშობს

„პორტუს“ მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი ჟურნალისტებს გუშინდელი მატჩის შესახებ გაესაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 6-1 წააგო. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევის, არავითარი შანსი არ ჰქონდა.

 

„პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. ამასთან, „ბაიერნი“ შეხვედრის პირველ ნახევარს, სხვა გრანდებთან შედარებით ყველაზე უკეთ თამაშობს და ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, რომ გუარდიოლას გუნდი წელს „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების მთავარი ფავორიტია. ჩვენ ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე ფლანგებს აქტიურად გამოიყენებდა, თუმცა თავის დაცვა მაინც ვერ მოვახერხეთ.

 

„ბაიერნთან“ ორი მატჩის ჯამში 3 ბურთით დავმარცხდით, თუმცა საერთო ჯამში, „ჩემპიონთა ლიგაზე“ ჩვენს გამოსვლას წარმატებულად ვაფასებ. „პორტუ“ ძალიან ახალგაზრდული გუნდია და ჩვენ კიდევ უფრო დავიხვეწებით. „ბაიერნი“ კი ძალიან გამოცდილი და ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გრანდია და ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესოც კი“ - განაცხადა ლოპეტეგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები