ხავი მარტინესი ბილბაოში დაბრუნებასთან ახლოსაა
Aa
Aa

ხავი მარტინესი ბილბაოში დაბრუნებასთან ახლოსაა

Goal-ის ინფორმაციით, „ბილბაო“ ახლოსაა „ბაიერნიდან“ ხავი მარტინესი დაიბრუნოს.

32 წლის ბასკი შუახაზელი ბოლო დროს მიუნხენელთა სათადარიგო მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რაც მის გეგმებში არ შედის და მშობლიურ კლუბში დაბრუნებას გეგმავს.

„ბაიერნი“ მზადაა დაახლოებით 10 მილიონ ევრომდე მიიღოს და სანაცვლოდ ფეხბურთელს პრობლემების გარეშე დათმობენ. სავარაუდოდ გარიგება მალე უნდა შედგეს.

მარტინესმა „ბაიერნის“ რიგებში 238 მატჩის ჩატარება შეძლო. მის ანგარიშზე 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. 32 წლის ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ ერთად ყველაფრის მოგება შეძლო, რასაც შეიძლება საკლუბო დონეზე დაეუფლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები