ტელეში ''მანჩესტერ იუნაიტედს'' უახლოვდება
Aa
Aa

ტელეში ''მანჩესტერ იუნაიტედს'' უახლოვდება

პორტუგალიური A Bola-ს ცნობით ‘‘პორტუს’’ 27 წლის მარცხენა მცველი ალექს ტელეში კარიერას ‘‘მანჩესტერ იუნაიტედში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელის აგენტის თქმით ტრანსფერი უახლოეს დღეებში შედგება.

‘‘წითელ ეშმაკებს’’ სერხიო რეგილონის დამატება სურდათ, თუმცა მან არჩევანი ‘‘ტოტენჰემზე’’ შეაჩერა და მისი მოურინიოს გუნდში გადასვლა გადაწყვეტილია.

‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ ხელმძღვანელები რეგილონთან არშემდგარი მოლაპარაკების შემდეგ ‘‘პორტუს’’ მცველზე გადაერთვნენ.

ბრაზილიელი ტელეში ‘‘გრემიოს’’, ‘‘გალათასარაისა’’ და მილანის ‘‘ინტერის’’ ყოფილი ფეხბურთელია. 2016 წლიდან ‘‘პორტუს’’ ღირსებას იცავს. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი გასულ წელს პანამასთან ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები