EXCLUSIVE - ფერნანდო იერო რეალის სამომავლო გეგმებისა და საქართველოს შესახებ
Aa
Aa

EXCLUSIVE - ფერნანდო იერო რეალის სამომავლო გეგმებისა და საქართველოს შესახებ

დღეს, 16 სექტემბერს მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო საქართველოს ესტუმრა. ყოფილი ფეხბურთელი დედაქალაქში ტურიზმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით ესპანურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

CrystalSport-მა ფერნანდო იეროსთან შეხვედრა მოახერხა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა:

რამდენიმე საათია რაც საქართველოში იმყოფებით, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ჩვენმა ქვეყანამ?

"საკმაოდ დადებითი და სასიამოვნო. აქ საქმიანი ვიზიტით ვარ და ნელ-ნელა უკეთესად გავეცნობი ყველაფერს"

რას გვეტყვით მადრიდის "რეალის" სამომავლო გეგმებზე? მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი ახალ ფეხბურთელს შეიძენს?

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი ძნელია. ახლა პრიორიტეტული სტადიონის რეკონსტრუქციის სწრაფად დასრულებაა."

და ბოლოს, თქვენი აზრით ვინ არის მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

"რაული".

სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო მეტი კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები