Aa
Aa

"იუვენტუსს თავდამსხმელი სჭირდება" - პირლო ხელმძღვანელობას აჩქარებს

გუშინ ტურინის "იუვენტუსმა" ამხანაგურ შეხვედრაში "ნოვარა" 5:0 დაამარცხა. ეს მატჩი ანდრეა პირლოსთვის სადებიუტი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა იტალიელმა პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ სხვადასხვა ტაქტიკებზე ვმუშაობთ. პირველ ტაიმში დაცვაში 4 ფეხბურთელი იდგა. მეორე ნახევარში სისტემა შევცვალე და 3 მცველიან სქემაზე გადავედით. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ლავირების საშუალება გვქონდეს.

"სამპდორიასთან" მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. გუშინდელ თამაშში თავდასხმაში რონალდუ და კულუსევსკი იდგნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს დიბალაც, მაგრამ ჩემს გუნდს ახალი თავდამსხმელი სასწრაფოდ სჭირდება. იმედი მაქვს ხელმძღვანელობა ამ პრობლემას მალე მოაგვარებს.

კულუსევსკიმ, არტურმა და ვესტონ მაკინიმ  "იუვეს" მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარეს. საბოლოო ჯამში მათი თამაშით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა პირლომ 

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" მოლაპარაკებას ედინ ჯეკოსთან და ლუის სუარესთან აქტიურად აწარემოებდა. ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი არ შედგა. რაც შეეხება ურუგვაელს, 33 წლის ფეხბურთელის გარშემო ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია.

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ში პირველ მატჩს, 19 სექტემბერს შინ "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები