ხოჭოლავამ შესაძლოა შახტარი დატოვოს - უკრაინულ კლუბს წინადადებით მიმართეს
Aa
Aa

ხოჭოლავამ შესაძლოა შახტარი დატოვოს - უკრაინულ კლუბს წინადადებით მიმართეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ შესაძლოა, დონეცკის „შახტარი“ დატოვოს. ამ ინფორმაციას ტელეარხ Футбол-ის ჟურნალისტი, იგორ ბურბასი ავრცელებს.

„მეშახტეებმა“ ქართველი ცენტრალური მცველის ტრანსფერისა და მარკინიოს სიპრიანოს იჯარის თაობაზე წინადადებები მიიღეს, თუმცა ბურბასი არ აკონკრეტებს მათი გადაბირებით რომელი კლუბები ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, „შახტარმა“ „ლეხში“ განათხოვრებული ბოგდან ბუტკო დაიბრუნა, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და ხოჭოლავასა და სიპრიანოს წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს სწორედ ის შეავსებს.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა „შახტარის“ რიგებში 2017 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკური გუნდის მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა. ჩვენებურმა უკანახაზელმა ევროპა ლიგაზე 4-ჯერ, უკრაინის ჩემპიონატში კი 7-ჯერ იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები