Aa
Aa

მან. იუნაიტედი და რომა შეთანხმდნენ: სმოლინგი რომაელებისთვის ითამაშებს

რამდენიმე დღეა ‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ სავარჯიშო პროცესში კრის სმოლინგი არ მონაწილეობს. ფეხბურთელი ‘‘რომაში’’ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. გასული სეზონი 30 წლის ცენტრალურმა მცველმა სწორედ ‘‘რომაში’’ გაატარა და ძალიან პროდუქტიული სეზონი ჩაატარა.

მისი გადაბირება სხვა იტალიურ კლუბებსაც სურდათ, დასახელდნენ ‘‘ინტერი’’ და ‘‘იუვენტუსი’’, თუმცა საბოლოოდ ‘‘მან. იუნაიტედმა’’ შეთანხმებას დედაქალაქურ კლუბთან მიაღწია. ბრიტანული ‘‘ტელეგრაფის’’ ცნობით სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე აღწევს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

სმოლინგმა პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი ‘’მანჩესტერ იუნაიტედში’’ გაატარა, ‘‘წითელ ეშმაკებთან’’ ერთად ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 2016-17 წლებში კი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2015-16 წლებში სმოლინგი მანჩესტერული გრანდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები