Canal+:
Aa
Aa

Canal+: "ბარსა" ორიეს ზაფხულში დაიმატებს?

ფრანგული ტელეარხის Canal+-ის ცნობით, კატალონიურმა "ბარსელონამ" თვალი "პსჟ"-ს განაპირა მცველ სერჟ ორიეს დაადგა. 

თუკი წყაროს დავერწმუნებით, "ბლაუგრანა" 23 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, რათა შეთანხმება მიაღწიოს და მასთან მომავალ ზაფხულს კონტრაქტიც გააფორმოს. 

ორიეს პარიზულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები