Aa
Aa

ბარსელონა ბელერინის შეძენას გეგმავს - არსენალი თანახმაა

„ბარსელონა“ ახალი მარჯვენა მცველის ძიებაშია. როგორც ცნობილია, კატალონიელებმა ნელსონ სემედუ ტრანსფერზე დააყენეს და მის შემცვლელს უკვე მიაგნეს კიდეც.

ესპანური Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანა“ ლონდონის „არსენალის“ 25 წლის განაპირა მცველის ჰექტორ ბელერინის გაფორმებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, კატალონიელები „მეთოფეებს“ უკვე დაუკავშირდნენ და გარიგება შესაძლოა 20 მილიონ ევროდ შედგეს.

როგორც ცნობილია, „არსენალი“ ბელერინის ამ ზაფხულში გაყიდვას თავადაც გეგმავდა. ფეხბურთელის მსურველი პსჟ იყო, თუმცა „ბარსელონას“ გამოჩენის შემდეგ, ესპანელს რა თქმა უნდა, მის მშობლიურ კლუბში დაბრუნება უფრო ხიბლავს.

რონალდ კუმანი შეტევის გარდა დაცვის ხაზის გაძლიერებასაც ითხოვს. ნიდერლანდელ სპეციალისტს პრემიერლიგიდან ბელერინის გარდა ერიკ გარსიას გადაბირებაც სურს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის და ხსენებული ტრანსფერი შეთანხმებასთან უკვე საკმაოდ ახლოს არის.

შეგახსენებთ, რომ ბელერინმა „არსენალის“ პირველ გუნდში 205 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 8 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები