ხაბიბი კონორთან შესაძლო ჩხუბზე: „არ მგონია, მეორე ბრძოლაში რამე შეიცვალოს
Aa
Aa

ხაბიბი კონორთან შესაძლო ჩხუბზე: „არ მგონია, მეორე ბრძოლაში რამე შეიცვალოს"

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. „არწივი“ ირლანდიელთან მეორე ბრძოლის გამართვის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კონორმა რევანშის აღების შანსი უნდა დაიმსახუროს.

„კონორი ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული ადამიანია, მაგრამ საკითხავია იქნება თუ არა ის საინტერესო მეტოქე. პირველ ბრძოლაში ყველას ყველაფერი ვაჩვენე და არ მგონია, მეორე შერკინებაში რამე შეიცვალოს.

ჩვენი ჩხუბის შემდეგ, მე აქტიური ვარ და ბრძოლებში ვიღებ მონაწილეობას, კონორმა კი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სიმართლე გითხრათ, მასზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან წინ ახალი შერკინებები და ახალი მოწინააღმდეგეები მელის.

მაკგრეგორთან რევანშს რაც შეეხება, აქ საუბარი სპონსორებზე, კონორზე ან ჩემზე არაა. ვთვლი, რომ მთავარია აქტიური იყო და მსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე უმაღლესი დონის მებრძოლები დაამარცხო და არა მოხუცები, რომლებმაც ბოლო 10-დან 8 ბრძოლა წააგეს.

მაკგრეგორი მსუბუქ წონით დივიზიონს უნდა დაუბრუნდეს და რეიტინგის ტოპ 3-ის ერთ-ერთ წევრს სძლიოს. ამის შემდეგ, შესაძლოა, მასთან შერკინება საინტერესო გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბი მაკგრეგორს 2018 წლის ოქტომბერში დაუპირისპირდა და მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები