სიტი კულიბალის არ ეშვება
Aa
Aa

სიტი კულიბალის არ ეშვება

Sky Sport Italia-სა და Sportitalia-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ კალიდუ კულიბალისთვის ბრძოლას აგრძელებს და უახლოეს დღეებში „ნაპოლის“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

„ქალაქელები“ „პარტენოპეის“ 75 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს შესთვაზებენ. ეს თანხა ნეაპოლური გრანდის მიერ მოთხოვნილ 80-85 მილიონ ევროზე ნაკლებია, მაგრამ იტალიაში „სიტის“ შანსებს მაინც დადებითად აფასებენ.

სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის პირდაპირი კონტაქტი არაა, რის გამოც მოლაპარაკებები ნელი ტემპებით პროგრესირებს, თუმცა მხარეებს დრო საკმარისად აქვთ. რომანოს ცნობით, „ნაპოლი“ „სიტის“ ოფიციალურ წინადადებას ელოდება და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

„პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს „ქალაქელთა“ დამოკიდებულება აღიზიანებს, თუმცა ადასტურებს, რომ სენეგალელი ნეაპოლს აუცილებლად დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები