ავსტრიული პრესა: ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

ავსტრიული პრესა: ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა. თავდაპირველი ცნობებით, ამის მიზეზი ტრავმა იყო, მაგრამ ავსტრიული პრესა სხვა ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა sturmnetz-ის თქმით, "შტურმის" ორ ფეხბურთელს ფილიპ ჰუსპეკსა და ოთარ კიტეიშვილს Covid-19 დაუდგინდათ და 28 აგვისტოს "ინსბრუკთან" გამართული სათასო მატჩი ამის გამო გამოტოვეს.

კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ მოგვიანებით იგი სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლა.

ოთარ კიტეიშვილი გრაცული კლუბის რიგებში 2018 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მისი მაისურით ჩატარებულ 69 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები