Aa
Aa

თუ სილესენი წავა... - ვალენსია რეინას შეუთანხმდა

ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსიამ“ ვეტერან მეკარე პეპე რეინასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეინა „ღამურების“ რიგებში აუცილებლად გადავა.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მესტალიას“ ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დატოვებს. მას „ჩელსი“ ერთ-ერთ სატრანსფერო კანდიდატურად განიხილავს.

თავად ვალენსიელები სილესენის გაშვების წინააღმდეგი არ არიან, რაც მისი მაღალი ხელფასითაა განპირობებული. სილესენი წლიურად 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, „ვალენსიაში“ კი ფინანსური პრობლემები შეიქმნა და კლუბი სახელფასო ჭერის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს.

ასე რომ, თუკი ვალენსიელებმა სილესენი გაუშვეს, მისი შემცვლელის ძებნა არ დასჭირდებათ და კონტრაქტს გააფორმებენ რეინასთან, რომელმაც მათ სიტყვა უკვე მისცა.

37 წლის გოლკიპერი ამჟამად „მილანის“ საკუთრებაა, მაგრამ „როსონერის“ გეგმებში არ შედის და გასული სეზონი იჯარის წესით ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები