Aa
Aa

Mirror: არსენალმა გაბრიელის ტრანსფერი შეათანხმა!

Daily Mirror-ის ინფორმაციით, გაბრიელ მაგალიაეში უახლოეს დღეებში ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც გამოცემა იუწყება, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელებმა „ლილთან“ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი შეათანხმეს. მათ ახალგაზრდა უკანახაზელის გადაბირება 22 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

Mirror-ის ვარაუდით, ბრაზილიელი მცველი ლონდონში, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩავა, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „არსენალთან“ კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

მეორე მხრივ, იტალიური პრესა წერს, რომ გაბრიელის გადასაყვანად „ნაპოლიც“ აქტიურად მუშაობს, ამიტომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

გაბრიელი „ლილში“ 2018 წელს ზაგრების „დინამოდან“ გადავიდა, ლიგა 1-ის გასულ სეზონში კი 24 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები