Aa
Aa

ინტერი ბრეშას შეუთანხმდა - ტონალი ჯუზეპე მეაცაზე გადადის

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, მილანის „ინტერმა“ სანდრო ტონალის ტრანსფერზე „ბრეშასგან“ თანხმობა მიიღო.

მილანელებმა თანარეგიონელებს შეუთვალეს, რომ ტონალიში გადაიხდიან თითქმის იმ თანხას, რასაც ისინი ითხოვენ, უბრალოდ ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გამო ჯერჯერობით სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის არ სცალიათ.

პედულას თქმით, მხარეები ამჟამადაც აქტიურ კომუნიკაციაში არიან, მაგრამ მათ შორის დასკვნით დეტალებზე საუბარი ევროპა ლიგის დასრულების შემდეგ შედგება. ჟურნალისტი ამბობს, რომ „ნერაძური“ ახალგაზრდა შუახაზელს წლიურ ხელფასად 2.5 მილიონ ევროს შესთავაზებს.

თავად „ბრეშა“ ტონალის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მხარეები ტრანსფერს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ დახურავენ.

სანდრო ტონალის საკუთარ რიგებში ხილვა „მილანსა“ და „იუვენტუსსაც“ სურთ, თუმცა „ინტერი“ აშკარა ფავორიტად იქცა. 20 წლის მოთამაშემ სერია A-ს სადებიუტო სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები