Aa
Aa

დე ლიხტს ოპერაცია ჩაუტარდა და მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნიდერლანდელი მცველი, მატიის დე ლიხტი მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გავა.

ახალგაზრდა უკანახაზელმა ბოლო რამდენიმე თვე მარჯვენა მხრის ტრავმის ფონზე ითამაშა, სეზონის დასრულების შემდეგ კი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

მედიკოსთა ვარაუდით, დე ლიხტი ფეხბურთს სულ მცირე 3 თვე ვერ ითამაშებს, თუმცა არის შანსი, ეს პერიოდი 4 თვემდეც გაგრძელდეს.

ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა „იუვეში“ გატარებულ პირველ სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 4 გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები