Aa
Aa

ფერნანდეშის მეშვიდე - იუნაიტედმა კოპენჰაგენი რთულად გაიარა

ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დანიური „კოპენჰაგენის“ დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა და საამისოდ 90 წუთი არ ეყო.

„მანკუნიანელები“ მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა და ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. დამატებით დროში სულშერის გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, რამას შედეგი მალევე მოიტანა.

95-ე წუთზე, დანიელთა კარის მიმართულებით დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად ბრუნო ფერნანდეშმა დაარტყა და შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო. პორტუგალიელმა მიმდინარე გათამაშებაში მეშვიდე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

„იუნაიტედი“ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ბოლო 4 სეზონში მეორედ გავიდა. 2016-17 წლებში გუნდმა საერთოდ ტიტული მოიპოვა. ინგლისელთა შემდეგი მეტოქე „ვულვზსა“ და „სევილიას“ შორის დღეს გასამართ მეოთხედფინალურ მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები