ზიდანი საუკეთესოა - ფრანგულმა გამომცემლობამ ზიდანი გამოარჩია
L’Équipe გადაწყვეტილებით საუკეთესო მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი დასახელდა.
გამომცემლობამ ამ ინფორმაციას გაზეთის მთავარი გვერდი დაუთმო.
Voici la une du journal L'Équipe de ce mardi 4 août.
— L'ÉQUIPE (@lequipe) August 4, 2020
Le journal > https://t.co/mer38pePBK pic.twitter.com/Hb2D2bBRZ2
ზიზუმ „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს გერმანელ იურგენ კლოპსა და „მანჩეტერ სიტის“ დამრიგებელს ესპანელ პეპ გუარდიოლას აჯობა.
ფრანგი სპეციალისტი მადრიდულ კლუბში 2016-2018 წლებში მუშაობდა და „სამეფო“ გუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, უეფას სუპერთასი ორჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი,ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა.
ზიდანი 2019 წელს დაუბრუნდა კლუბს და პანდემიის შემდეგ განახლებული ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.