ინიესტა და მატიე „პარი სენ ჟერმენთან“ თამაშს შეძლებენ
Aa
Aa

ინიესტა და მატიე „პარი სენ ჟერმენთან“ თამაშს შეძლებენ

„Marca“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებითი მოეთხედფინალის მატჩის წინ, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში სრული შემადგენლობაა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ანდრეს ინიესტასა და ჟერემი მატიეს მცირე დაზიანებები აწუხებდათ და ისინი გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. დღეს კი ლუის ინრიკემ განაცხადა, რომ ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.

 

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის მატჩი დღეს 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები