მოსალოდნელი ამბავი - ზლატანი მილანში კიდევ 1 წლით დარჩება
Aa
Aa

მოსალოდნელი ამბავი - ზლატანი მილანში კიდევ 1 წლით დარჩება

სტეფანო პიოლის ხელში „მილანმა“ პანდემიის შემდეგ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გუნდი ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება, რასაც ბევრი არ ელოდა.

კლუბმა რალფ რანგნიკის დანიშვნა გადაიფიქრა და პიოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რამაც ბევრი რამ შეცვალა, მაგალითად ის, რომ „როსონერიში“ დიდი ალბათობით დარჩება ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ყველა ელოდა, რომ შვედი კლუბს დატოვებდა, რადგან მას ჩემპონთა ლიგაზე თამაში სურდა, თუმცა ერთია მისი სურვილი და მეორე რეალობა. 38 წლის იბრამ ლიგაზე მოთამაშე გუნდებიდან შესაბამისი წინადადება ჯერაც ვერ მიიღო.

„მილანის“ დამაჯერებელმა სათამაშო ფორმამ კი შვედი გუნდში დარჩენაზე დააფიქრა და მალე ზლატანი ახალი საშინაო მაისურის საპრეზენტაციო ვიდეოშიც გამოჩნდა, რაც გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ უფრო ამყარებს.

Daily Mail-ის ცნობით, იბრა „როსონერისთან“ 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და „სან სიროზე“ მომდევნო სეზონშიც დარჩება.

რამდენიმე დღის წინ, ზლატანმა სოციალურ ქსელში სამოტივაციო ვიდეო გამოაქვეყნდა და ქომაგებს აცნობა, რომ არსად წასვლას არ აპირებს - ის, ჯერ მხოლოდ ხურდება.

„გგონიათ, რომ დავამთავრე და ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა? თქვენ მე არ მიცნობთ. მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე. ჩემი არავის სჯეროდა, ასე რომ ჩემი თავისვე ვირწმუნე,  ზოგიერთებს ჩემი გატეხვა უნდოდათ, მაგრამ მათ მე უფრო გამაძლიერეს. სხვები ჩემ გამოყენებას ცდილობდნენ და ამით უფრო ჭკვიანი გამხადეს. კარიერის დასრულება? შენთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მე შენ არ გგავარ, იმიტომ, რომ მე შენ არ ვარ. მე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და ჯერ კიდევ ვხურდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები