Aa
Aa

პოგბამ გადაწყვეტილება შეცვალა და მანჩესტერში დარჩენა სურს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Daily Mail იუწყება, რომ პოლ პოგბამ გადაწყვეტილება შეცვალა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენას აპირებს.

„წითელ ეშმაკებს“ 27 წლის ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ ვარაუდობენ, რომ ვითარება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეიცვლება.

Daily Mail იუწყება, რომ წარსულში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, პოგბამ კარიერის „ოლდ ტრაფორდზე“ გაგრძელების სურვილი გამოხატა და მზადაა „წითელ ეშმაკებს“ საკუთარი მომავალი დიდი ხნით დაუკავშიროს.

„იუნაიტედის“ ერთ-ერთი ლიდერის არჩევანზე დიდი გავლენა ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერმა მოახდინა. პოგბამ პორტუგალიელ ფეხბურთელთან ბრწყინვალე დუეტი შექმნა, რაც „მანჩესტერის“ თამაშზეც აისახა და სულშერის გუნდი ფანტასტიკურად გამოიყურება.

ცნობისთვის, გასულ ზაფხულს პოგბას „რეალს“ უკავშირებდნენ. ესპანური გამოცემები „სამეფო კლუბის“ ინტერესის შესახებ რამდენიმე დღის წინაც წერდნენ, თუმცა როგორც ჩანს, „ბლანკოსს“ მორიგი მეგა-ტრანსფერის გაჩარხვა არ გამოუვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები