Crystalbet ეროვნული ლიგა - თბილისურ დერბიში დინამომ იმარჯვა
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - თბილისურ დერბიში დინამომ იმარჯვა

Crystalbet ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერთა ჯახი გაიმართა. „დინამო არენაზე“ თბილისური დერბი ვიხილეთ, რომელშიც „დინამო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

42-ე წუთის შემდეგ, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა და სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია. შეხვედრაში ანგარიში 61-ე წუთზე, დავით კობოურმა გახსნა. 11 წუთის შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „დინამო“ ორი ბურთით დაწინაურდა.

7 წუთში თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი ვიხილეთ, ხოლო 90-ე წუთზე, ვიტორ პერნამბუკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-0.

„ლოკომოტივის“ ძლევის შემდეგ, „დინამომ“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თბილისურ გუნდს 8 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს.

რკინიგზელებს რაც შეეხებათ, ისინი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდნენ და 7 ქულით მეორე ადგილზე არიან. „ლოკომოტივის“ მომდევნო მატჩი 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები