საფრანგეთში ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნეს
Aa
Aa

საფრანგეთში ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, რამაც კლუბების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ევროპის წამყვანმა ლიგებმა სეზონი განაახლეს. დღეს კი, ფრანგებმა 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი გაასაჯაროეს.

ლიგა 1 სტარტს 22 აგვისტოს აიღებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაც აგვისტოში უნდა გაიმართოს, რის გამოც შესაძლოა საფრანგეთში რამდენიმე მატჩი გადაიტანონ.

ჩემპიონატის პირველი წრე მე-17 ტურით დასრულდება და ის, 2021 წლის 6 იანვარს განახლდება.

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი კი პსჟ-სა და „ლიონს“ შორის 31 ივლისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა ამ განსაკუთრებულ ვითარებაში გამონაკლისი დაუშვეს, რაც შემდეგ რამეს ითვალისწინებს: 2019-2020 წლების სეზონში ბოლო ორ პოზიციაზე მყოფი კლუბები „ტულუზა“ და ამიენი“ ადგილს შეინარჩუნებენ, ხოლო მეორე ლიგიდან აღზევებული „ლორიენი“ და „ლანსი“ ჩემპიონატს დაემატებიან და 2020-2021 წლების სეზონში 20-ის ნაცვლად 22 გუნდიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები