ომალი: „ბევრმა მოჭიდავემ გამომიწვია, მერაბი ერთ-ერთი მათგანია
Aa
Aa

ომალი: „ბევრმა მოჭიდავემ გამომიწვია, მერაბი ერთ-ერთი მათგანია"

შონ ომალი იმ მებრძოლებს გამოეხმაურა, რომლებმაც მის წინააღმდეგ ჩხუბის სურვილი გამოთქვეს. 25 წლის ამერიკელი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მაგრამ იცის, რომ მეტოქეების წინააღმდეგ, რომელთა მთავარი უპირატესობაც ჭიდაობაა, ძალიან გაუჭირდება.

„ძალიან ბევრმა მოჭიდავემ გამომიწვია და ვგრძნობ, რომ მინდა ამ ნაძირლებს შევერკინო. იმ ბიჭებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ჩხუბის ნაცვლად ჩემს ფეხს ჩაეჭიდებიან და ოქტაგონზე დამაგდებენ. ბიჭებზე, რომლებსაც ჩხუბის ეშინიათ, მაგრამ გრეპლინგი ძალიან უყვართ. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი მათგანია და თან მან გასულ კვირას იჩხუბა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ბრძოლების ჩატარება ჩემთვის სარისკოა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ომალისთან ბრძოლის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა და განაცხადა: „შონ ომალის დიდ პატივს ვცემ, თუმცა მსურს მასთან შემდეგ კვირაში ვიჩხუბო. მოდი ასე გავაკეთოთ და ყველას ვაჩვენოთ ნამდვილი ჩხუბი.

ყველამ კარგად იცის, რომ შონ ომალი დიდებული მებრძოლია, მისი ბოლო ჩხუბიც შესანიშნავი იყო, მაგრამ ჩემი თავის მჯერა, კარგი ბიჭი ვარ და სისულელეებს არ ვლაპარაკობ. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, შონ ომალის შეუძლია მოწევა გააგრძელოს, ხოლო მე ვარჯიშს გავაგრძელებ და ჩემს ჯანმრთელობას მოვუფრთხილდები. ერთ დღეს ჩვენ შევხვდებით ოქტაგონზე. ვნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები