დენის ბერგკამპი:
Aa
Aa

დენის ბერგკამპი: "ანრი თამაშებში ინტრიგას კლავდა, ის მსოფლიოში საუკეთესო იყო"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ნედერლანდელმა დენის ბერგკამპმა ექს-თანაგულ ტიერი ანრიზე ისაუბრა. ფეხბურთელები „მეთოფეებში“ ერთად 1999-2006 წლებში ასპარეზობდნენ.

მე სულ ვამბობ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. გუნდში საჭიროა, იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე განსხვავებულები არიან. აუცილებელია იყვნენ ასეთები დაცვაშიც, რათა გოლი არ გავუშვათ და შეტევაშიც, რათა გავიტანოთ.

იყვნენ ფეხბურთელები,რომლებიც ინტრიგას კლავდნენ. რაიტი იყო მსგავსი ფეხბურთელი და ანელკაც. მაგრამ გამორჩეული ტიერი ანრია. ის საუკეთესო იყო ამ სფეროში. ძალიან ადვილი იყო მასთან შეთამაშება, რადგან ყველა ასპექტში საუკეთესო იყო. ერთ დროს ის მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ", - აღნიშნა ბერგკამპმა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები