ჰოლიფილდი ბრძოლისთვის ემზადება - ამერიკელ მოკრივეს კლიჩკო ეხმარება
Aa
Aa

ჰოლიფილდი ბრძოლისთვის ემზადება - ამერიკელ მოკრივეს კლიჩკო ეხმარება

ევანდერ ჰოლიფილდმა კრივის გულშემატკივრების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამერიკელმა მოკრივემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვარჯიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჰოლიფილდი საოცარ ფორმაშია და რინგზე დასაბრუნებლად ემზადება. თანაც ვიდეოში ჩანს, რომ მას მიზნის მიღწევაში ლეგენდარული ვლადიმირ კლიჩკო ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ევანდერმა პოსტს ასეთი შინაარსის წარწერა დაურთო: „ჰოლიფილდის გუნდი ბრძოლისთვის ემზადება“.

რა ბრძოლაზე საუბარი უცნობია, თუმცა კრივის თითოეულ ქომაგს იმედი აქვს, რომ ჰოლიფილდისა და ტაისონის საქველმოქმედო დაპირისპირებას იხილავს. „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ რინგზე გასვლა თავად ევანდერსაც სურს და ცოტა ხნის წინ, The Sun-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მზადაა კეთილი მიზნებისთვის კიდევ ერთხელ იჩხუბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები