Aa
Aa

შევჩენკო: „მინდა მილანში მთავარი მწვრთნელის რანგში დავბრუნდე"

„მილანის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ანდრეი შევჩენკოს „სან სიროზე“ მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება სურს. 43 წლის უკრაინელი Milannews-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი „როსონერის“ ჩაბარებაა.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის ჩამთავრებაა. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა სეზონის დასრულება მოხერხდეს, ამის შემდეგ კი, ვნახოთ რა მოხდება.

მინდა, ერთ დღეს, მილანში მთავარი მწვრთნელის რანგში დავბრუნდე. ეს კლუბი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება და მის გულშემატკივრებს ვაღმერთებ. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მანამდე კი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი როსონერის თავკაცის პოსტის დაკავებაა, თუმცა ამჟამად მთელი ყურადღება უკრაინის ეროვნულ გუნდზე მაქვს გადატანილი“.

შევჩენკომ კარიერის საუკეთესო წლები „სან სიროზე“ გაატარა და „მილანის“ მაისურით 175 გოლი შეაგდო. „შევამ“ „შავ-წითლებთან“ ერთად „სკუდეტო“, კოპა იტალია, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო. 2004 წელს კი, ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები