მესის ქველმოქმედება: სამშობლოში COVID-19-თან ბრძოლისთვის 500 000 გადარიცხა
Aa
Aa

მესის ქველმოქმედება: სამშობლოში COVID-19-თან ბრძოლისთვის 500 000 გადარიცხა

მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ სამშობლოში, არგენტინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 500 000 ევრო გადარიცხა. კამპანია სახელად Juntos por la Salud Argentina - ''ერთად არგენტინელთა ჯანმრთელობისთვის'' კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული თანხა სამედიცინო პერსონალის დამცავი აღჭურვილობისთვის და სხვა საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი.

აღნიშნული თანხა სანტა-ფეს, ბუენოს-აირესის, როსარიოსა და სხვა ქალაქების კლინიკებს მოხმარდება.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არგენტინაში 6,278 პირი დაინფიცირდა. მათგან 1,837 გამოჯანმრთელდა, 314 გარდაიცვალა, ხოლო 4,127 მკურნალობს.

ცხადია, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე არგენტინაში საფეხბურთო მატჩები პანდემიის გამო არ იმართება. რაც შეეხება ესპანეთს, სადაც ლეო მესი თამაშობს, ლა ლიგის განახლება ივნისში იგეგმება, ესპანურმა კლუბებმა სავარჯიშო პროცესი მიმდინარე თვეში აღადგინეს.

ამჟამად ევროპაში მხოლოდ ბელარუსის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ხოლო 16 მაისიდან ბუნდესლიგა ''დორტმუნდისა'' და ''შალკეს'' დაპირისპირებით, ცნობილი რურის დერბით ბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები