37 წლის თემურ ქეცბაიას სუპერმატჩი: ჰეთ-თრიკი დრამატულ შეხვედრაში!
Aa
Aa

37 წლის თემურ ქეცბაიას სუპერმატჩი: ჰეთ-თრიკი დრამატულ შეხვედრაში!

კორონავირუსის პანდემიისას, როცა თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყვეტილია, პერიოდულად გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების მნიშვნელოვან გოლებს, მათი კარიერის მნიშვნელოვან შეხვედრებს. ამჯერად თემურ ქეცბაიას საფეხბურთო კარიერის მიწურულიდან ერთი შეხვედრა გავიხსენოთ, როცა ''ანორთოსისი'' ქვეყნის ჩემპიონი ქართველებთან ერთად გახდა.

2004-05 წლების სეზონში ''ანორთოსისის'' მთავარი კონკურენტი ''აპოელი'' იყო. მათი საჩემპიონო დაპირისპირება ძალიან დრამატული გამოვიდა, 37 წლის თემურ ქეცბაიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ''ანორთოსისის'' გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

პირველ ტაიმში ქეცბაიას დუბლით ''ანორთოსისი'' წინ გავიდა, თუმცა შემდეგ ''აპოელის'' ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მატჩის მიწურულს ქეცბაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2.

ქეცბაიას ჰეთ-თრიკი

2004-05 წლების სეზონში ''ანორთოსისის'' ღირსებას თემურ ქეცბაიას გარდა დავით ჩალაძე, გოჩა ხოჯავა, გიორგი გაბიდაური, კლიმენტი წიტაიშვილი და გიორგი ქინქლაძე იცავდნენ. აღნიშნულ სეზონში ქეცბაია ''ანორთოსისის'' მოთამაშე-მწვრთნელი იყო.

''ანორთოსისმა'' სეზონი 62 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და ''აპოელს'' 4 ქულით გაასწრო.

თემურ ქეცბაია ''ანორთოსისის'' ფეხბურთელი 1992-94 და 2001-07 წლებში იყო, თუმცა მოთამაშის ამპლუაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთხელ, 2004-05 წლებში მოიპოვა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2004-05 და 2007-08).  2015-16 წლებში ქეცბაიამ ''აპოელი'' გააჩემპიონა, თუმცა სეზონის მიწურულს მოულოდნელად გუნდი დატოვა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ჰენინგ ბერგის  ''ომონია'' და ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' 46-46 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო ''აპოელი'' 40 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები