Aa
Aa

"ვარჯიშებისას მას ისეთ რაღაცებს ვაკეთებინებდით, რისი გაკეთებაც არ სურდა..."

2003 წლის ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგის“ პორტუგალიელი მარგალიტი კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მიუხედავად უდიდესი ტალანტისა „ოლდ ტრაფორდზე“ მისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაცის სწავლება მოუხდათ.

მაიკ ფელანი სერ ალექს ფერგიუსონის მარჯვენა ხელი იყო. მან, რონალდუს შეძენის შემდეგ, გუნდში მისი პირველი თვეებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენა, მათ შორის მთავარი კრიშტიანუს გუნდურ მოთამაშედ ქცევა იყო.

„ის ყოველთვის გამოირჩეოდა. მწვრთნელებს რჩევებს გამუდმებით ეკითხებოდა. ყოველ წუთს გიწვევდა. ჩვენთვის მთავარი ამოცანა კრიშტიანუს გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბება იყო და ეს შევძელით.

ვარჯიშებისას მას ისეთ რაღაცებს ვაკეთებინებდით, რისი გაკეთებაც არ სურდა. როდესაც მან გამოცდილება დააგროვა და „რეალში“ გადავიდა, მივხვდით რომ აქ ყოფნისას რონალდუმ მნიშვნელოვანი რაღაცები ისწავლა.

ის სრულყოფილების კიბეზე, სულ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა. მე არ ვამბობ, რომ რონალდუ შევქმენი. მის აღზრდაში წვლილი ბევრ ადამიანს მიუძღვის, თუმცა ამაში ყველაზე დიდი როლი თავად მან ითამაშა. მისი იმპულსები ფანტასტიკური იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები