მაისურები გაყიდა და COVID-19-ით დაზარალებულთათვის პროდუქტები შეიძინა - კარვალიოს ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

მაისურები გაყიდა და COVID-19-ით დაზარალებულთათვის პროდუქტები შეიძინა - კარვალიოს ღირსეული ჟესტი

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანიელ კარვალიომ თავისი მაისურების კოლექცია გაყიდა და კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტები შეიძინა.

კარვალიომ აუქციონი მოაწყო და მისთვის ძალიან ძვირფასი მაისურები გაასხვისა. ერთ-ერთი 2003 წლის „გრემიოს“ მაისური გახლდათ. საუბარი იმ სეზონის მაისურს ეხება, როცა კლუბმა 100 წლის იუბილე აღნიშნა. კარვალიოს კოლექციაში ასევე იყო მაისური, რომელიც მას ცსკაში ყოფნისას, „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ეცვა.

ბრაზილიელის მშობლიურ ქალაქში პროდუქტების ნაკრების შესაძენად დაახლოებით 15 ევროა საჭირო. კარვალიომ კი, თითო მაისურის საწყის ფასად 45 ევრო დააწესა. ბოლო მონაცემებით, მან უკვე 80 ნაკრები შეიძინა. აუქციონი კვლავ მიმდინარეობს და კარვალიოს დიდი იმედი აქვს, რომ ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები