„ფეხბურთელებმა სრული ანაზღაურება უნდა მიიღონ
Aa
Aa

„ფეხბურთელებმა სრული ანაზღაურება უნდა მიიღონ" - კროოსი ხელფასების შემცირებას ეწინააღმდეგება

„რეალის“ ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა კორონავირუსის პანდემიისას, ფეხბურთელთა ხელფასების შემცირებაზე ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა:

„ხელფასის შემცირება უშედეგო შეწირულობას ჰგავს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ფეხბურთელებმა სრული ანაზღაურება მიიღონ და თანხა გონივრულად განკარგონ. მათ შეუძლიათ ხელფასის ნაწილი ქველმოქმედებაზე დახარჯონ. ბევრი სფეროა, რომელსაც დახმარება ნამდვილად სჭირდება“.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბები შემოსავალს კარგავენ. თუ სეზონი ზამთრამდე არ განახლდება, მგონია, რომ რამდენიმე კლუბი არსებობას შეწყვეტს და საფეხბურთო სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორსაც ვიცნობდით“.

კროოსმა „რეალში“ შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბს“ ფინანსური პრობლემები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემა, EL Pais-მა დაწერა, რომ „ბლანკოსის“ მოთამაშეების ხელფასების შემცირება გარდაუვალია და დიდი შანსია კლუბში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი უახლოეს მომავალში ჩამოაჭრან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები