მიქაიას ღირსეული ჟესტი: ქართველი მეკარე 10 ქართულ ოჯახს დაეხმარა
Aa
Aa

მიქაიას ღირსეული ჟესტი: ქართველი მეკარე 10 ქართულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული ''ანორთოსისის'' ქართველი მეკარე ლუკა მიქაია კორონავირუსით შექმნილი მძიმე ვითარებისას 10 ქართულ ოჯახს სურსათით დაეხმარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კონსტანტინე კაკავა ავრცელებს.

''ლუკა 18 წლის სპორტსმენია, კვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანართოსისის" მეკარე! იგი დღეს მხარში უდგას საკუთარ ქალაქს, ეს ახალგაზრდა ადამიანი თანაქალაქელებს სურსათით უზრუნველყოფს! განსაკუთრებული მადლობა 18 წლის ახალგაზრდა კაცსს, რომელსაც ესოდენ დიდი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია, ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი! ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ასეთი სოლიდარობა!''

2019 წლის ზაფხულიდან ლუკა მიქაია ''ანორთოსისის'' ფეხბურთელია. კვიპროსულ გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნის და გუნდში მიქაიას კარგად კიდევ 4 ქართველი ლეგიონერია: ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები