''სამარცხვინო და მიუღებელია! '' - ალაბა ფრანგ ექიმებს აკრიტიკებს
Aa
Aa

''სამარცხვინო და მიუღებელია! '' - ალაბა ფრანგ ექიმებს აკრიტიკებს

მიუნხენის ''ბაიერნის'' ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა აღშფოთებულია იმ ექიმთა განცხადებებით, რომლებიც აფრიკაში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდას გეგმავენ.

ამ თემაზე ტელევიზია LCI-ის ეთერში დებატები გაიმართა. ექიმები მსჯელობდნენ, რომ ტუბერკულიოზის ვაქცინა შესაძლოა კორონავირუსის განკურნებისას ეფექტური აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა ექიმებმა, ჟან-პოლ მირამ და კამილე ლოხტმა შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაქცინის აფრიკაში გამოცდას გეგმავს.

27 წლის ფეხბურთელის მამა ნიგერიელია, დედა ფილიპინელი. ფეხბურთელი ვენაში დაიბადა და ავსტრიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

ალაბამ Twitter-ზე დაწერა:''ვაქცინის აფრიკაში გამოცდა? ესენი ექიმები არიან თუ კლოუნები? ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ რასისტულ დამოკიდებულებას. სამარცხვინო და მიუღებელია ! ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ და ერთად ვებრძვით კორონავირუსს.''

შეგახსენებთ, დიდიე დროგბამ და სამუელ ეტოომ ექიმები გააკრიტიკეს. დროგბამ აღნიშნა, რომ აფრიკა ლაბორატორია არაა, ხოლო ეტოომ ექიმებს ბო**შვილები უწოდა.

ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით აფრიკის კონტინენტზე ცხრა ათასზე მეტი დაინფიცირდა, მათგან 444 პირი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები