Aa Aa
3 აპრილი 2020  |  13:43

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები პარასკევისათვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებისა და მსოფლიო ფეხბურთის გავლენიან ორგანიზაციათა რეკომენდაციებისა და მოწოდებების მიუხედავად, ბელარუსში უმაღლესი ლიგის მე-3 ტური დღეს გასამართი ორი შეხვედრით იწყება.

დღის პირველი მატჩი ორ უქულო აუტსაიდერ „ბელშინასა“ და „გოროდეიას“ შორისაა. ეს უკანასკნელი საერთოდ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია. მისი მეტოქე „ბელშინა“ კი წინა სეზონის ქვედა ლიგის გამარჯვებულია და საინტერესოა, უკვე უმაღლეს ლიგაში როგორ ითამაშებს. მაგალითად, წინა ტურში სტუმრად საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის „ჟოდინოსთან“ წააგო, იქამდე კი სახლში „მინსკთან“ დამარცხდა. რაც შეეხება „გოროდეიას“, ის საკმაოდ მძიმე გუნდია და წინა სეზონში 30-დან 18 ტურში ნაკლები გოლი ითამაშა - მასზე უკეთესი თუ უარესი შედეგი მხოლოდ ნემანს ჰქონდა - 30-დან 19. ცალსახაა, რომ წელს ორივე გუნდის მიზანი ლიგაში დარჩენა იქნება, ამიტომ ურთიერთშეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფრის გათვალისწინებით, დაძაბულ და ნაკლებად სანახაობრივ თამაშს ველოდებით.

ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი მინსკის „დინამო“, რომელიც წინა სეზონში მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა, საკუთარ არენაზე ასევე გასული წლის მე-6 ადგილოსან „ჟოდინოს“ მიიღებს. დინამოელებმა ეს სეზონი საშინლად დაიწყეს და ბატე-სთან თასზე ორივე შეხვედრის წაგებისა და გამოვარდნის შემდეგ, ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩიც დათმეს. თასზე ორივე თამაში „ჟოდინომაც“ წააგო, თუმცა ჩემპიონატში 100%-იანი შედეგითაა (ორივე თამაში 1:0 მოიგო) და ლიდერებს შორის იმყოფება. წინა სეზონში „დინამომ“ ამ მეტოქესთან საშინელი შედეგი აჩვენა - სახლში 0:3 დამარცხდა, სტუმრად კი - 0:4. ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია მასზე დაბალი დონის მეტოქესთან დინამოელთა ასეთი განადგურება, თუმცა, თუკი გასულ სეზონს არ ჩავთვლით, ამ სტადიონზე „ჟოდინოს“ უჭირს და გამარჯვებული „დინამო“ გამოდის ხოლმე. ასე რომ, დედაქალაქელებმა ძალები უნდა მოიკრიბონ და სეზონის ასეთი ცუდი სტარტის ფონზე ვითარების გამოსწორებაზე იზრუნონ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ დღეს გაიმართება იმავე ბელარუსის ჩემპიონატი უმაღლესი ლიგის სარეზერვო გუნდებს შორის. ასევე გვაქვს ბურუნდის პრიმუს ლიგის ორი შეხვედრა და რამდენიმე ამხანაგური თამაშიც.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

კალათბურთი

ჩემპიონატები მიმდინარეობს ტაივანსა და ტაჯიკეთში. ტაივანში ადრეული მატჩებია, ამიტომ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ტაჯიკეთში კი ხვალ დილას სრული ტურია და მასზე საუბარი უფრო დაწვრილებით შეიძლება.

წინა კვირას ტაჯიკთა შიდა პირველობაზე უკვე ვილაპარაკეთ და გარკვეული წარმოდგენაც შეგვექმნა. ვიცით, რომ ლიგაში ერთი გუნდი დაფრინავს, დანარჩენები უბრალოდ თამაშობენ, ბოლო ორი კოლექტივი კი ძლივს სუნთქავს. კარგი, თანმიმდევრულად მივყვეთ:

„მფრინავი“ პირველადგილოსანი „დუშანბე“, რომელსაც 18-ვე მატჩი აქვს მოგებული, 20-ქულიანი სხვაობით იშვიათად იგებს, ძირითადად კი მეტოქეებს 30; 40 და 50 ქულის სხვაობით ამარცხებს. ხვალ მისი მეტოქე ბოლოსწინა ადგილოსანი „ბერკუტია“, რომელმაც 19-დან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო და მაღალი დონის მეტოქეებთან პარკეტზე ფორმალობისთვის გამოდის. ამ სეზონში გუნდებმა ორი მატჩი გამართეს, ორივე დუშანბელთა პარკეტზე და ანგარიშები ასეთი იყო - 103:37 და 102:41. დასკვნები მარტივი გამოსატანია.

მეორეადგილოსანი „დიზელ პოუერი“ საკუთარ პარკეტზე 17-დან 7 მატჩის მომგებ „ბკ 33“-ის მიიღებს. მასპინძელთა მთავარი მიზანი სწორედ მე-2 პოზიციის შენარჩუნება იქნება, რისთვისაც ასეთ მეტოქეებთან დიდი სხვაობებით უნდა მოიგონ, რაც დიდად რთული არაა. ამ სეზონში ამ პარკეტზე გუნდებს შორის გამართული ორი მატჩის შედეგები ასეთია - 80:58 და 85:66.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ღრმა აუტსაიდერის, „დისის“ ამბავიც, მას 17 მატჩში 1 მოგება აქვს და 40-50 ქულაზე ნაკლებით იშვიათად აგებს. ხვალ ის სტუმრად „ლეგენდსს“ შეხვდება, რომელიც მე-5 ადგილზეა და საშუალო დონის გუნდად ითვლება. წესით, მასპინძლებს ასეთი მეტოქის კიდევ ერთხელ განადგურება არ უნდა გაუჭირდეთ.

ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება მე-3 ადგილოსან „ფაეტონსა“ და მასზე ორი პოზიციით ქვემოთ მყოფ „ზუჰროს“ შორისაა. სწორედ ესაა ერთადერთი მატჩი, რომელშიც მეტ-ნაკლებად დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ფაეტონი“ გამოკვეთილი ფავორიტი არაა და გამარჯვების შესანიშნავი შანსი არ აქვს. ამ სეზონში მან მეტოქეს 8 და 25-ქულიანი სხვაობებით აჯობა.

დადე ფსონი კალათბურთზე დადე ფსონი კალათბურთზე

ჰოკეი

როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსშივე გრძელდება ჰოკეის ექსტრალიგის ფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს „იუნოსტი“ და „სოლიგორსკი“ ხვდებიან.

სოლიგორსკელებმა საკუთარ მოედანზე ორივე მატჩი წააგეს, ანგარიში 1:3 გახდა და „იუნოსტს“ ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვებაღა აშორებს. მიზანი მარტივია - საჩემპიონოდ გამზადებულმა გუნდმა საკუთარ ყინულზე ორიდან ერთ-ერთი თამაში უნდა მოიგოს ან შემდეგ მე-7 შეხვედრაში უკვე სტუმრად მოუწევს თასისთვის ბრძოლა.მთელი სეზონის განმავლობაში იგრძნობოდა და ფინალშიც ჩანს, რომ „იუნოსტი“ უფრო სოლიდური გუნდია. ამის მიუხედავად, ამ ყინულზე „სოლიგორსკმა“ მეტოქეს მოუგო და ფინალში ჯერ მხოლოდ ამ ერთადერთი გამარჯვების ამარაა. ფაქტი ერთია, სოლიგორსკელებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და ბოლომდე ითამაშებენ, „იუნოსტი“ კი ასევე თავისუფლად იასპარეზებს და სერიის აქვე დასრულებას შეეცდება.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

Counter-Strike

დღეს საღამოს ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური სტადია სრულდება. Counter-Strike-ს მოყვარულებს 6 ერთმანეთზე საინტერესო შეხვედრა ელით. როგორც ვიცით, საქმე C და D ჯგუფებში ირკვევა.

დავიწყოთ C ჯგუფით, რომელშიც ორი სუპერმატჩია და მათში მონაწილე 4 გუნდიდან 3 შემდეგ ეტაპზე გავა, თუმცა საგზურს მიღმა დარჩენა ოთხივეს ემუქრება და ინტრიგაც ესაა. ამ ფონზე, ჯგუფის მესამე თამაშზე, რომელშიც აუტსაიდერები ხვდებიან და შედეგის გარდა არაფერი ირკვევა, საუბარიც არ ღირს.

აუტსაიდერ Virtus Pro-სთან წაგებით საქმე გაირთულა ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე მყოფმა OG-იმ, რომელიც FaZe Clan-ს ხვდება. ვითარება ასეთია - თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება. ასე რომ, თუკი FaZe Clan-ი იგებს, შემდეგ ეტაპზე ყველა ვარიანტში გადის და, შესაძლოა, ეს საერთოდ პირველადგილოსნის სტატუსით მოხდეს, რაც ფინალურ ეტაპზე დამატებით ბენეფიტებს იძლევა. დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე წაგების შემთხვევაშიც გავა OG, რომელსაც ჯგუფის დანარჩენ ორ ლიდერთა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, თუმცა გუნდის მიზანი ისევ და ისევ, უკვე ნახსენები მიზეზების გამო, პირველი ადგილის დაკავება უნდა იყოს. OG-ი უმაღლეს დონეზე მხოლოდ თებერვალში გამოჩნდა, FaZe Clan-ს კი ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს, არაერთი ტიტული მოუპოვებია და კლასიც მოზღვავებულად აქვს. ამიტომაც, სპეციალისტები ფავორიტად მას თვლიან.

OG-ის მსგავსად, 9-9 ქულა აქვთ mousesports-სა და G2 Esports-ს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გამსვლელს ერთმანეთში გაარკვევენ. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც: თუ პარალელურ შეხვედრაში OG-ი მოიგებს, ეს გუნდები ფინალურ ეტაპზე ნებისმიერი შედეგით გადიან და ადგილსაც არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან მეორეზე გახვალ თუ მესამეზე, პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. ასევე, კიდევ ერთი პოტენციური ვარიანტია, პარალელურ შეხვედრაში FaZe Clan-ის მოგება, რა შემთხვევაშიც უკვე, ამ მატჩში გამარჯვებული ჯგუფის პირველ ადგილზე გავა, დამარცხებულსა და იმ მატჩის მონაწილეებს: FaZe Clan-სა და OG-ის შორის კი რუკები დაითვლება და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი ორი გუნდი გამოვლინდება. სპეციალისტები შანსები აბსოლუტურად თანაბრად აფასებენ და ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ორივე უაღრესად გამოცდილი გუნდია და 2015 წლიდან მოყოლებულ ურთიერთშეხვედრებშიც ანგარიში 17:17-ია!

ძალიან საინტერესო ვითარებაა D ჯგუფშიც, რომელშიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს საერთოდ 5 გუნდი ინარჩუნებს. ამ მომენტისთვის, 9-ქულიანი ერთპიროვნული ლიდერი Evil Geniuses-ია, რომელიც ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მებრძოლ Team Liquid-ის ხვდება, ერთმანეთში არკვევენ გამსვლელს FURIA და 100 Thieves-ი, Swole Patrol-ი კი უმოტივაციო ბოლოადგილოსან MIBR-ის ეთამაშება, მაგრამ ფავორიტად არ (!!!) ითვლება.

დავიწყოთ Evil Geniuses-ისა და Team Liquid-ის მატჩით. Evil-ის ჯერ ჯგუფიდან გასვლაც არ აქვს განაღდებული, რადგან არის სცენარი, რომლის განვითარების შემთხვევაში, 4 გუნდი თანაბარ 9-9 ქულა აგროვებს და საქმე რუკების დათვლამდე მიდის. მეორე მხრივ, თუკი Evil-ი მოიგებს, თავად პირველ ადგილს ინაღდებს, Team Liquid-ს კი ჯგუფში ტოვებს. ურთიერთშეხვედრებში Team Liquid-ი 2:0-ს იგებს. გამოცდილება არც ერთ გუნდს არ აკლია, ამიტომ ძალიან დაძაბული და საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. ფავორიტად Team Liquid-ი სახელდება.

ჰიპერსენსაციური გამოსვლა აქვს Swole Patrol-ის, რომელსაც ამ ტურნირამდე უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 12 მატჩში 1 რუკაც კი არ ჰქონდა მოგებული, აქ კი ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - თუ უმოტივაციო აუტსაიდერ MIBR-ის მოუგებს, ფინალურ ეტაპზეც მოხვდება. პრობლემა ისაა, რომ MIBR-ი საკმაოდ მაღალი დონის გუნდია, Swole-ზე გაცილებით გამოცდილი და წარმატებული, ამიტომ სპციალისტები ფავორიტად მას მოიაზრებენ. ურთიერთშეხვედრებში MIBR-ი 1:0-ს იგებს, ვნახოთ დღეს რა იქნება.

ჯგუფის კიდევ ერთი და, ალბათ, მისი ყველაზე პრინციპული შეხვედრა 100 Thieves-ისა და FURIA-ს შორისაა - მოგებული ფინალურ ეტაპზე აუცილებლად გავა. ორივე ეს გუნდი უმაღლეს დონეზე გასულ წელს გამოჩნდა, ამიტომ მხოლოდ 1 ურთიერთშეხვედრის გამართვა მოასწრეს და ის 100 Thieves-ის გამარჯვებით დასრულდა. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი უმაღლესი კლასისაა და ბოლო დროს საკმაოდ არასტაბილურადაც თამაშობენ, ეს ყველაფერი კი დღევანდელ მატჩს ძალიან საინტერესოს ხდის, მაგრამ ვარაუდის გამოთქმას ართულებს. ასე რომ, დაველოდოთ ვინ უკეთეად გაისვრის.

ასევე დავამატოთ, რომ, მართალია, ცხრილში ადგილს ურთიერთშეხვედრის შედეგი განსაზღვრავს, მაგრამ დიდი შანსია, რამდენიმე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვოს, რა შემთხვევაშიც მოგებულ-წაგებული რუკების ბალანსის დათვლა გახდება საჭირო. ერთი ფაქტია, Counter-Strike-ს მოყვარულსა და მაყურებელს დღეს საღამოს ორ სესიად ბრწყინვალე სანახაობა ელის.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!